
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მაკა ბოჭორიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრის ფაქტს გამოეხმაურა და რადიკალების მიერ გაკეთებულ კომენტარებს.
„განსაკუთრებული იმაში არაფერია, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს. რა თქმა უნდა, ეს მათი სამუშაოს ნაწილია და ამას რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა ოპოზიციიდან, კარგად დაინახეთ. შეუვარდნენ პირდაპირ აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდს. როგორი ფაშისტური კომენტარები დაუწერეს ოპოზიციამ, მათმა აქტივისტებმა, ყველამ ჩვენი თვალით ვიხილეთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს გუშინ შეხვდა. შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აშშ-ის საელჩომ აღნიშნა, რომ ელჩმა დანიგანმა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები გააცნო.
0
0