
ვიოლა ფონ კრამონმა თავი პოლიტიკურ ლიდერად იგრძნო და ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც სერიოზულ დარტყმას აყენებს ავტორიტეტს, რომელიც საზოგადოებაში დასავლურ ინსტიტუტებს გააჩნია, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
მისივე თქმით, “კრამონი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსულ ლიდერად გამოვიყვანეთ, თუმცა საზოგადოებაში მისი წარმოჩინება მხოლოდ იმ რესურსით მოხდა, რაც ლევან ხაბეიშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო მყოფ სატელიტ სუბიექტებს გააჩნიათ“.
“ეს ადამიანი აზიანებს ინსტიტუტებს, რაც დასავლეთს გააჩნია და პრინციპებს, რაც ჩვენ კონსტიტუციაში ავსახეთ. ამას მისი საქციელით და განცხადებებით აკეთებს. შეიძლება ვიოლა ფონ კრამონი ბარიკადებზე ვიხილოთ კი არა, ადამიანმა ირწმუნა, რომ ამ საზოგადოებაში რაღაცას წარმოადგენს - ასეთი რწმენა შეუქმნეს.
რაც კალაძემ თქვა, რომ ის შეიძლება "მოლოტოვის კოქტეილით" ვიხილოთ, არ არის შორს რეალობისგან, თუმცა თუ მის პათოსს გავითვალისწინებთ, ეს ხატოვნად უნდა მივიღოთ და არა პირდაპირ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
0
0