19/11/2022
11:16
მსოფლიო
witter-ის მფლობელმა, ილონ მასკმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში გამოკითხვა ჩაატარა, განბლოკონ თუ არა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ექაუნთი.
გამოკითხვა ერთ დღეს გაგრძელდება. გამოქვეყნებიდან მალევე, გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა (57.3%) განბლოკვის მომხრე იყო, 42,7% - წინააღმდეგი.
ტრამპს Twitter-ი დაუბლოკეს 2021 წლის 6 იანვარს, ამერიკის კაპიტოლიუმის იერიშის შემდეგ, როდესაც ის ბაიდენთან დამარცხდა. კერძოდ, Twitter-ის მენეჯმენტი შიშობდა, რომ ტრამპის ტვიტებმა შეიძლება, შემდგომი ძალადობა გამოიწვიოს.
მასკმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაბლოკვა არასწორი იყო და ის მზად არის, მისი ანგარიში აღადგინოს. თუმცა, ტრამპმა აპრილში განაცხადა, რომ ის პლატფორმაზე არ დაბრუნდება მაშინაც კი, თუ მასკი განბლოკავს.
0
0