
პროექტი განკუთვნილია სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ქალბატონების, ასევე, დასაქმებისა და ახალი პროფესიული უნარების შეძენის მსურველი 30 ბენეფიციარი ქალისთვის, რომლებიც 5 თვის განმავლობაში გაივლიან ჭრა-კერვა-მოდელირების პრაქტიკულ კურსს.
პროექტი ითვალისწინებს, აგრეთვე, ტრენინგებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების, ბიზნესპროექტების წერისა და ფონდების მოძიების თემატიკაზე, რაც საშუალებას მისცემს ბენეფიციარებს დასაქმდნენ სამკერვალო საწარმოებში ან თავად წამოიწყონ მცირე ბიზნესი.
პროექტის განმხორციელებელი ორგანიზაციაა ,,ნაბიჯი განვითარებისათვის“, რომელიც ბენეფიციარებს სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სამკერვალო საწარმო ,,ლიდერში“ დაასაქმებს.
პროექტი ,,ქალთა დასაქმება სწავლების გზით“ დაფინანსებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამით“, რომლის მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ტრენინგების, სემინარების თუ სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობების გზით.
0
0
რუსეთში ძლიერი მიწისძვრა იყო
14/03/2025