-share.jpg)
„აღნიშნულია, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 8 ტანკი, 17 ჯავშანტექნიკა და 11 მანქანა. დამპყრობელთა დანაკარგებმა შეადგინა დაახლოებით 170 ადამიანი. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის 3 თვითმფრინავი და 3 უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დაჯგუფებამ წინა დღის განმავლობაში გაანადგურა მტრის 12 საჰაერო სამიზნე (3 თვითმფრინავი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი, ვერტმფრენი და 5 საკრუიზო რაკეტა)“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალების დაჯგუფება აგრძელებს თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას ცალკეულ ზონებში და ასრულებს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებს.
დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით გაერთიანებულმა ძალებმა მოიგერიეს მტრის ყველა შეტევა და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს რუს დამპყრობლებს.
0
0