11/04/2023
19:42
პოლიტიკა
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ, 9 აპრილს, ოპერის თეატრში გამართულ ღონისძიებას გამოეხმაურა:
"ორ საკითხზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ჩემს რამდენიმე დღის წინანდელ პოსტს ავხსნი და პ'რეზიდენტის 9 აპრილის მავნე მონოლოგს და ღონისძიებას შევაფასებ, რადგან ზოგიერთ ფრაზას ვერ გავატარებ.
1. რამდენიმე მეგობარმა კომენტარის სახით და პირად მიმოწერაში მისაყვედურა, რომ რევანშისტებსაც ეს უნდათ გადავიღალოთო.
თუ დააკვირდით, ერთუჯრედიან თემებზე ვწერდი. რაღაცნაირად მთელი სოციალური ქსელი "შეჯდა" ამ ცალტვინა ოპოზიციონერების ერთუჯრედიანი განცხადებების ან ქმედებების კომენტირებაზე.
მართლა არაა საინტერესო კოლექტიური ხაბეიშვილის ხუნტრუცის გამო ძვირფასი დროის კარგვა. დროის ფასს კი გაცილებით მწვავედ აღიქვამ ასაკთან ერთად.
შევამცირებ პერიოდულობას, თემებს დავაჯგუფებ და უფრო ზოგად შეფასებებს გავაკეთებ ხოლმე. დღეში რამდენიმე პოსტის მიძღვნა მართლაც ერთუჯრედიან თემებზე, მომაბეზრებელია...
2. დამატებით სალომე ზურაბიშვილის 9 აპრილის შეკრების შესახებ
▪️რატომ 9 აპრილს, რატომ ქალები, რატომ ნაციონალების აქციის წინ? ეს კითხვები ისევ დამრჩა. მის გამოსვლაში აბდაუბდა ახსნა იყო კითხვაზე "რატომ ქალები?" სექსისტური ახსნა მოვისმინე, რომ "უფრო შორს ჭვრეტენ".
✔️ იმის მიუხედავად, რომ ქალები მოიწვია, მას უნდა მოეწვია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე საპატრიარქოც. ანა-ბანაა.
▪️წინა პოსტში დავწერე, რომ აზრზე არაა რატომ დაიწყო ეროვნულ-განმათავიაუფლებელი მოძრაობა, რას ითხოვდა ხალხი. ეს ჩანს მის სიტყვაში, რაც ცალკე პოსტადაც კი გამოიტანა, თითქოს ენის, რწმენის და იდენტობის მოთხოვნა იყო მიზეზი. იდენტობასა და სუვერენიტეტს, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას შორის სხვაობას ვერ ხედავს.
▪️აქედანაა მისი გამოსვლის ყველაზე მძიმე ნაწილი - 9 აპრილის და 9 მარტის შედარება. ეს იმდენად დიდი მკრეხელობაა და იმდენად დიდი შეურაცხყოფაა, რომ ლიტერატურული ენით ვერ გადმოსცემ.
▪️მინიმუმ ნახევარი საქართველოს შეურაცხყოფაა და საკუთარი თავის განდიდებაა, როცა საუბრობს, რომ მას უწევს ევროპული არჩევანის დაცვა და შეურაცხმყოფელ კითხვებს სვამს: ""აბა ჩექმა გინდა? აბა ნიჩაბი გინდა?"
▪️ჩექმას, ნიჩაბს, ტანკს და ბომბს ათასობით ადამიანი შეეწირა სახელმწიფოს შექმნის პირველივე დღეებიდან. თუნდაც ეს მაგალითი, რომ 1100-ზე მეტმა ოფიცერმა დატოვა რუსეთის ჯარი და სულ მალე რუსეთ-საქსრთველოს ომში ჩაება. ერთხელ თუ მოიკითხა ვინმე ამ 4 წლის მანძილზე? იცის თუ არა მაინც ამ ფაქტის შესახებ?
▪️თვითონ ამ დროს იყო თავისთვის, თბილ ევროპაში. ახლა მოძღვრავს ხალხს, ვინც ზუსტად საქართველოს თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის და ევროპულის მომავლისთვის უმძიმესი წლები და სიდუხჭირე გადაიტანა.
▪️ციტატა: "ერთად მდგარი რომ იყო (საქართველო), ეს მიხვდა ზვიად გამსაძურდიამ და ამიტომ იყო რეფერენდუმი 31 მარტს". საჭიროა განმარტება? ანუ გამსახურდიამ, კოსტავამ, ჭანტურიამ და სხვებმა (დიდი სიაა) კი არ გააერთიანეს ხალხი, არამედ ხალხი დადგა და "ეს მიხვდა ზვიად გამსახურდიამ".
/ვიდეოს კომენტარებში დავდებ და ცალკეც ავტვირთავ/.
▪️ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე რაიმე მოისმინეთ?
▪️საბჭოთა პერიოდის რეპრესიები არ დაგვიწერიაო და ინიციატივით გამოვიდა. უთხაროთ ვინმემ, რომ აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე გახლდათ "საქართველოში საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება "მემორიალის" დამფუძნებელი. მოიკითხოს რა არის დაწერილი.
▪️ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალს შეეხო ისე, რომ ხალხის აზრი არ აინტერესებს. ჰგონია, რომ ეს მისი, ან მერის, ან სხვა პირის გადასაწყვეტია. სტუმრები მიგვყავსო... სტუმრები გმირთა მოედანზე მიგვყავს.
▪️და ბოლოს. ისევ ახსენა ყბადაღებული დეპოლარიზაცია და ამ დროს ყველაფერს აკკეთებს მისი გაღრმავებისთვის.
✔️ არ დავწერდი ამ პოსტს, ამოვიდა ყელში გაოპოზიციონერებულ პრეზიდენტზე საუბარი, მაგრამ ყველაზე მეტად გამაღიზიანა ფრაზამ: "ეს მიხვდა ზვიად გამსახურდიამ". - დაწერა სალუქვაძემ.
0
0