
რუსი მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში ნამდვილად არის გამოწვევა, გამორიცხული არ არის მოგვიწიოს სავიზო რეჟიმის გადახედვა, რომელიც დღევანდელ პირობებში არის საკმაოდ ლიბერალური, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რუსი მოქალაქების შემოსვლა საქართველოში ნამდვილად არის გამოწვევა, არ ვიტყოდი სარფრთხე, მაგრამ გამოწვევა ნამდვილად არის. შემომსვლელთან შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეებიც, რომლებიც რუსეთში შექმნილი ვითარების გამო ჩამოდიან, ბრუნდებიან საქართველოში, მაგრამ არიან რუსეთის მოქალაქეებიც. მთავარია საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმი არის გამოყენებული, რათა საფრთხე არ გაჩნდეს… ამისთვის მეტი კომუნიკაციაა საჭირო და მეტი ინფორმირებულება ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი არის გათავლისწინებული და ყველა ზომა არის მიღებული. გამორიცხული არ არის მოგვიწიოს სავიზო რეჟიმის გადახედვა, რომელიც დღევანდელ პირობებში არის საკმაოდ ლიბერალური და ამ აგრესიის პიროებებში შეშაძლოა იყოს ნაკლებად მისაღები, მაგრამ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების გადასაწყვეტი, საზოგადობასთან ერთად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026