14/08/2023
14:43
მსოფლიო
გამოკითხვის თანახმად, ისრაელის ყოველი მესამე მკვიდრი ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს, რისი მიზეზიც მართლმსაჯულების რეფორმაა. ამის შესახებ BBC წერს.
„ექსპერტები, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან გადაადგილებაზე, ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მათ აქტივობის ზრდა დაინახეს.
„ჩვენ ვხედავთ ინფორმაციაზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას: საიდან დავიწყოთ გადაადგილების პროცესი. პასპორტის მქონე ადამიანები რჩევას ითხოვენ“, - ამბობს შაი ობაზანეკი, Ocean Relocation-ის აღმასრულებელი დირექტორი.
პორტუგალიის გადაადგილების სპეციალისტი რუთ ნევო დღეში, დაახლოებით, 25 მოთხოვნას იღებს. ესენი არიან მოსამართლეები, ადვოკატები, პოლიციელები, მასწავლებლები, IT სპეციალისტები. გლობალური ტენდენციებით ჩანს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ემიგრანტების უმეტესობას საქმე ბოლომდე არ მიყავს. რამდენადაც ძალაუფლება უფრო მეტად ეყრდნობა ულტრა ორთოდოქს ებრაელებსა და რელიგიურ ნაციონალისტებს, სეკულარული ებრაელები უმცირესობაში ხვდებიან.
ალონ ტალი, თელ-ავივის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კათედრის თავმჯდომარე ამბობს, რომ პოტენციური მოსახლეობის გადასახლება შეიძლება იყოს დამანგრეველი და არაპროპორციულად იმოქმედოს მაღალტექნოლოგიურ, სამედიცინო და სამეცნიერო სფეროებზე. ის მიიჩნევს, რომ წამყვანი ტვინები თუკი დატოვებენ ქვეყანას, ეს იქნება ეკონომიკური კოლაფსი.
0
0