
აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, გამოკითხულთა, ჯამში, 67% ასახელებს ეკონომიკურ განვითარებას, 49% – უმუშევრობას, 42% – ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. 11% – ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას.
ქვეყნის უმთავრეს პრობლემად გამოკითხულთა, ჯამშ,ი 55% მიიჩნევს უმუშევრობას, 39% – ცხოვრების სიძვირეს, 16% – ზოგადად, ეკონომიკურ სიტუაციას, 13% – სიღარიბეს.
თავისი ოჯახის უმთავრეს პრობლემად, ჯამში, 35% ასახელებს მაღალ ფასებს, 27% – უმუშევრობას, 13% – ზოგადად ეკონომიკურ სიტუაციას. 21% ამბობს, რომ პრობლემა არ აქვს. ოჯახის ეკონომიკურ სიტუაციას ძალიან კარგად მიიჩნევს 4%, 59% – ასე თუ ისე კარგად, 27% – ასე თუ ისე ცუდად, 10% – ძალიან ცუდად.
კვლევა ჩატარებულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა [Institute of Polling & Marketing]. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუთი
კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 18 წელზე უფროსმა 1200-მა მუდმივმა მაცხოვრებელმა. კვლევა წარმომადგენლობითია. კვლევაში არ მიუღიათ მონაწილეობა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრებს. გამოხმაურების მაჩვენებელმა შეადგინა 73%. ცდომილების ზღვარი შეადგენს -+2,5%-ს. კვლევა დაფინანსებულია USAID-ის მიერ.
0
0