
ზურაბ ყიფშიძის შვილი ლენუკა ყიფშიძე "ინსტაგრამზე" ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას, რომელიც ეთერში 2021 წლის 29 ოქტომბერს გავიდა და რომელშიც ტელეწამყვანმა მსახიობ ზურა ყიფშიძეს მიმართა.
"რაც ეს გადაცემა გავიდა, იმის მერე ვითმენ, ვითმენ და აი, ამოვიდა ყელში, ძალიან ამოვიდა!
აი, საერთოდ ამ ქალბატონს რატომ აძლევთ უფლებას და ბედავს მამაჩემზე ასე ისაუბროს?! რატომ არ გაუშვა ბოლომდე გადაცემა?! რაც თვითონ აწყობდა, ის თქვა მხოლოდ... ოეე, წავიდა მიშა-გრიშა, ახალი თაობა მოდის და მივცეთ გასაქანი...
მიშისტებმა რამე არ მომწეროთ გადაბრუნებული, დაიწყევლებით ეგრევე...
დიდი ხანია ვითმენ და ძალიან დავიღალე ამ ყ*** ქალას მოსმენით და მამაჩემის ლანძღვით. ნანუკა, ცოტა აზრზე მოდი და ოდნავ მაინც გრცხვენოდეს, სანამ მამაჩემზე გადაბრუნებულ რამეს იტყვი. საჯაროდ საუბრობ ისეთ რამეზე, რაც არ იცი, სრულად არ გინახავს გადაცემა, აზრი მერე გამოიტანე, ასე სჯობს შენთვის.
შენ საერთოდ იცნობ რა ადამიანია მამაჩემი? ყველა, სანამ რამეს გადაბრუნებულს იტყვით მამაჩემზე, პირი გამოივლეთ. ადამიანი გადამკვდარია ოჯახზე, მეგობრებზე და საერთოდ შენ მამაჩემზე ასე რატომ საუბრობ? რატომ აძლევ შენს თავს უფლებას?
ნუ შეე*ით ამ კაცს!
აი, სახალხოდ გაფრთხილებ, არასდროს არ გაბედო მამაჩემზე გადაბრუნებული რამე თქვა, გამოგჭამ ყელს გოგო, თავი ვინ გგონია?!" - წერს ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025