გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა.
დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ყურადღება ტატულაშვილების კერამიკის სახლოსნო - მუზეუმის ნამუშევრებმა დაიმსახურა. სტუმრები აქტიურად ჩაერთნენ თიხის დამუშავებისა და ნივთების დამზადების პროცესში.
დამთვალიერებლები გორელი კერამიკოსების გივი ტატულაშვილისა და ალექსი ლომიტაშვილის მასტერ-კლასებით განსაკუთრებით დაინტერესდნენ და აქტიურად ჩაერთნენ თიხის დამუშავების პროცესში.
გამოფენაზე წარმოდგენილი საინფორმაციო მასალებით, სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი რესტორნების, სასტუმროების, კვებისა და ტურისტული ობიექტების შესახებ.
ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-13 ფესტივალი „Expo Batumi Travel 2022“, ბათუმში, 13-15 მაისს ჩატარდა და მასში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტები, ტურიზმის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
0
0