
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მურთაზ ზოდელავას სასამართლომ ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
თავად მურთაზ ზოდელავა პროცესს არ ესწრებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა, გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
ზოდელავას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0