
"გამოძიების დასაწყებად არ არის სათანადო მტკიცებულებები," - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშილმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა.
"პრემიერმა ბრძანა, რომ მან გამაფრთხილა მეგობრულად, რათა მიმეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომები. ეს პირდაპირ მუქარად ჩაითვალა? ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს პრეცედენტი რჩევის სახით მიცემულ რეკომენდაციაზე გამოძიების.
[...]
უწყება თავად წყვეტს, არის თუ არა სისხლის სამართლებრივი ნიშნები ამა თუ იმ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაითვალა, რომ საკმარისი არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, ანუ გამოძიების დასაწყებად არ არის სათანადო მტკიცებულებები. იმ ქვეყანაში, სადაც მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი მუშაობს, ეს არ იყო საკმარისი," - განაცხადა ლილუაშვილმა.
0
0