
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადგილზე მომუშავე მაშველები ყველაფერს აკეთებენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების დასახმარებლად.
„ძალიან სამწუხარო, ტრაგიკული ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინქფორმაციით, ნანგრევებში 10-დან 15 ადამიანამდეა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტუაცია დროულად დარეგულირდეს. დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს, მათ ყველა საშუალება აქვთ, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაო. პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები ცოცხლები გამოვიდნენ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ამ დროისთვის, არიან დაშავებულები, თუმცა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია. სადარბაზო, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.
0
0