
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომლის თანახმადაც აგენტების რეესტრი შეიქმნება და ყველა გაიგებს, ვისგან ფინანსდებოდა „ნამოხვანჰესის“ დაბლოკვა.
„გამოდონ, თუ რამე შეუძლიათ, რომ გამოდონ. ამაზე სხვა რა კომენტარი უნდა გააკეთო. ეგ ბრალდებები ჩვენი მისამართით ახალი არ არის” , - აცხადებს გოლეთიანი კობახიძის საპასუხოდ.
გოლეთიანის თქმით, იმ პროტესტის დისკრედიტაცია სურთ, რომელიც „ნამოხვანჰესის“ წინააღმდეგ ჰქონდათ.
„ვადევნებ თვალს ამ ამბავს, ამბობენ, რა პრობლემა გაქვთ გამჭვირვალობასთანო. ამათ კარგად მოუძებნეს წერტილი, სად შეიძლება დაარტყან ორგანიზაციებს, ხალხს, ვინც ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. აქ მთავარია, აგენტის იარლიყი დაედოს ვიღაცას და შენ თვითონ თუ მიხვალ და დარეგისტრირდები და აგენტი ვარო იტყვი, ხომ საერთოდ. არ გვაქვს არავითარი ორგანიზაცია და დაფინანსებას არსაიდან ვიღებთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ახლა ეს თემა გამოიწვევს ამ პოლარიზებული მხარეების ამ თემის ირგვლივ დაჭმას“, - აცხადებს გოლეთიანი.
0
0