
სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, გამოცდილ სკაიდაივერს ტრიუკის შესრულების დროს თვითმფრინავის ფრთამ თავი წააცალა, საშინელი ინციდენტის შესახებ The Times იუწყება.
სიტყვასიტყვით თარგმნილი, სკაიდაივერი „ცაში ჩაყვინთვას“ და ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი სპორტია.
40 წლის ნიკოლას გალიმ სპეციალური ტრიუკი შეასრულა: ის ხტებოდა არა პარაშუტით, არამედ სპეციალური ფრთიანი კოსტიუმით, რომელიც ჰაერში ფრენის საშუალებას აძლევს. იმ დღეს ბორტზე რამდენიმე ექსტრემალი სპორტსმენი იყო, მაგრამ გალი პირველი გადმოხტა.
ნახტომიდან 20 წამის შემდეგ, სწრაფად დაღმავალი პილოტი 300 მეტრის ქვემოთ მამაკაცებს დაეწია. მთელი სიჩქარით მფრინავი თვითმფრინავის ფრთა სპორტსმენს კისრის მიდამოში მოხვდა, ის ადგილზე გარდაიცვალა, საავარიო პარაშუტის გააქტიურების გამო კი სხეული მიწაზე დაეშვა.
სპორტსმენის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 64 წლის პილოტს კი ბრალი წაუყენეს განზრახ მკვლელობაში.
გაზეთი განმარტავს, რომ ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის ივლისში მოხდა, თუმცა მისი დეტალები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი გამოძიების დასრულების გამო.
0
0