-share.jpg)
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 03:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, V კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), წყნეთის
გზატკეცილის, თამარაშვილის, ნუცუბიძის, მინდელის, ბედიას, გამრეკელის, პოლიტკოვსკაიას, ძოწის, საკანდელიძის, უნივერისტეტის, თოფურიას, თავხელიძის, ქავთარაძის, მარიჯანის და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III, IV მიკრორორაიონების (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0