დანიის მეფე ფრედერიკ X-მ წიგნი, სახელწოდებით ,,მეფის სიტყვა“, გამოსცა.
გამეფებიდან მესამე დღეს წიგნის გამოცემა დანიელებისთვის მოულოდნელი იყო. „მეფის სიტყვაში“ გამოხატულია ფრედერიკის აზრები ისეთ თემებზე, როგორიცაა დანიის ადგილი მსოფლიოში და მეფის ურთიერთობა მეუღლესთან. 110-გვერდიანი წიგნის ღირებულება 250 დანიური კრონია.
წიგნი ეფუძნება გასული წელიწადნახევრის განმავლობაში ჩატარებულ ინტერვიუებს. წიგნის ერთ ნაწილში მეფე წერს, რომ მას ბავშვობაში უჭირდა იმის გაანალიზება, რომ დანიის მეფე უნდა გამხდარიყო; ფრედერიკს "უბრალოდ სურდა, რომ ისიც თავისი თანატოლი ბიჭებივით ყოფილიყო". მეფე ასევე განიხილავს თავის რწმენას და ამბობს, რომ ის და მისი ავსტრალიაში დაბადებული მეუღლე, შვილებთან ერთად, ყოველ საღამოს ლოცულობენ.
ფრედერიკი მეფედ 14 იანვარს აკურთხეს მას შემდეგ, რაც დედამისი, მარგრეტე II, ტახტიდან გადადგა.
0
0