
„გამბიაში თირკმლების დაზიანებით ათობით ბავშვი დაიიღუპა, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ინდური წამლების მწარმოებლის მიერ დამზადებულ ხველისა და გაციების საწინააღმდეგო სიროფებთან,“ - განაცხადა ოთხშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაერო ნიუ-დელიში დაფუძნებულ წამლების მწარმოებელ კომპანია Maiden Pharmaceuticals Ltd.-ის საქმიანობაზე გამოძიებას აწარმოებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასევე ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ გაფრთხილება გამოსცა და მარეგულირებელ ორგანოებს Maiden Pharma-ს პროდუქციის ბაზრიდან ამოღებას სთხოვს.
„ფარმაცევტული პროდუქტები შესაძლოა არაფორმალური ბაზრების საშუალებით სხვა ქვეყნებშიც იყო განაწილებული, მაგრამ მათი იდენტიფიცირება ჯერჯერობით მხოლოდ გამბიაში მოხერხდა,“ - განაცხადა ჯანმო-მ.
გაფრთხილება ეხება ოთხ პროდუქტს - პრომეთაზინის პერორალურ ხსნარს, Kofexmalin-ს (ბავშვის ხველების საწინააღმდეგო სიროფს) და Magrip N-ს (გაციების საწინააღმდეგო სიროფს).
Maiden Pharma-მ, ინდოეთის წამლების გენერალურმა კონტროლიორმა, ასევე გამბიისა და ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროებმა სააგენტო Reuters-ს კომენტარის გაკეთებაზე უარი განუცხადეს.
0
0