18/12/2022
22:39
სპორტი
არგენტინა, როგორც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული რეკორდულ - 40 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო საფრანგეთი - 29 მილიონს.
ფიფა-მ გამოაცხადა, რომ კატარის მუნდიალზე 10%-ით გაიზარდა ჯამური საპრიზო თანხა და 425 მილიონ ევროს მიაღწია, 2018 წელს კი რუსეთში შესაბამისი თანხა 386 მილიონს შეადგენდა.
საპრიზო თანხა ტურნირის მონაწილე ყველა ქვეყანაზე გადანაწილდება. ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენილმა 16 გუნდმა 8,7 მილიონი მოიპოვა, მერვედფინალში გამოვარდნილებმა – 12,6 მილიონი, მეოთხედფინალში დამარცხებულებმა კი 16,4 მილიონი მიიღეს.
რაც შეეხება ოთხეულში მოხვედრილებს: მაროკომ ტურნირზე მე-4 ადგილი დაიკავა და 24,2 მლნ დააგროვა, ხოლო ხორვატიამ, როგორც მინი-ფინალის გამარჯვებულმა – 26,1 მლნ.
18 დეკემბერს, კატარში მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. არგენტინამ ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიგო.
0
0