
როგორც ის აღნიშნავს, დარწმუნებულია, რომ გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა.
„გაიმარჯვებს კოალიციური მმართველობა, რომელიც გულისხმობს განსხვავებული აზრების შეჯერებით ქვეყნის მართვას. ჩვენ გვინდა ვიყოთ ღირსეული წევრი დიდი ევროპული ოჯახისა და მმართველობა, რომელიც გულისხმობს ერთპარტიულ, უღიმღამო, პირქუშ წინამძღოლობას, უბრალოდ ვერ წაგვიყვანს იქ, სადაც ჩვენი ისტორიული მისწრაფებებია.
არის ისტორიული შანსი იმის, რომ ხვალ ჩვენ მივიღოთ სულ სხვა თბილისი. შევცვალოთ დედაქალაქი და საქართველო უკეთესობისკენ და მრავალფეროვნება არის საწინდარი იმის, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი იქნება დაცული. თბილისში გამარჯვების შემდეგ ჩვენ საქმით დავამტკიცებთ იმას, რომ კოალიციური მმართველობა არის ერთადერთი სწორი ფორმა მმართველობის, რომელიც გადატანილი იქნება ცენტრალურ დონეზეც“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
0
0