
გიორგი გახარიას საცოდაობას ვუყურეთ, როგორ იყო აჭრილი თავის პასუხებში, ხან რა თქვა, ხან რა, გუნდს გაუგებარი მიზეზით უღალატა, თუმცა უკვე გასაგები მიზეზით, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, გახარია გუნდს არწმუნებდა, რომ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა აუცილებელი იყო.
„ჯერ გვარწმუნებდა, რომ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა აუცილებელი იყო. მთელი ღამე ამაში გვარწმუნებდა. ჩემს კითხვაზე შეურაცხმყოფელად მიპასუხა, რა გააჭირვე საქმე, დასაჭერია და უნდა დავიჭიროთო. მეორე დილით, თანამდებობიდან გადადგა. რაღაც სიგიჟეებს ჰყვებოდა. თურმე, პოლიტსაბჭო ვერ შედგა. მისივე მოთხოვნილ თემაზე გაფართოებული პოლიტსაბჭოდან მხარდაჭერა მიიღო, რომ მელიასთვის მანდატი მოგვეხსნა. ვერ და არ გააკეთა, რადგან მხდალია. შემდეგ გაირკვა, რომ თურმე, ელჩთან კომუნიკაცია ჰქონდა და არ ვიცი, იქ დააშინეს თუ რა უქნეს. შემდეგ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო. მგონია, რომ მისი მხრიდან მხდალი გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა ზარქუამ.
0
0