
პარტია “ახალი” ყოველთვის მისცემს შანსს კოორდინაციას და ერთიან ქმედებებს საქართველოს ინტერესებში. მაგრამ ფუნდამენტურ საკითხზე - სრული ართანამშრომლობა რეჟიმთან, მათ შორის: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, არალეგიტიმურ კომისიებში სიარულზე უარი და მსგავს ქმედებებზე მკაფიო და ცალსახა უარის გარეშე, მეტიც, შეთანხმებაზე ხელმოწერაზე უარი სწორედ ამ საკითხებზე მკაფიო ჩანაწერის გამო, რასაც მოყვა პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ ერთი კონკრეტული პარტიის (გახარია საქართველოსთვის) უარის გამო, ეს საკითხები საერთოდ არ დაფიქსირებულიყო წინააღმდეგობის პლატფორმის სადამფუძნებლო დოკუმენტში, არ მიგვაჩნია გამართლებულად. - ამის შესახებ "ახალი"-ს ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"პარტია “ახალი” მზადაა იმოქმედოს კოორდინაციის რეჟიმში ნებისმიერ პროდასავლურ აქტორთან, მხოლოდ იმ დათქმით, რომ არ დარჩება არავითარი ბუნდივანება და სივრცე ინტერპრეტაციისთვის იმგვარ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც პოტენციურად შესაძლოა გახდეს ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის საფუძველი.ამ საკითხზე “კოალიცია ცვლილებისთვის” სხვა წევრები თავად გააკეთებენ განმარტებას საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით." - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუკში".
0
0