გაიმართა რუსთავის მერიისა და რუსთავის ისტორიული მუზეუმის 2025 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელსაც რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე უძღვებოდა
A-
+A

გაიმართა რუსთავის მერიისა და რუსთავის ისტორიული მუზეუმის 2025 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელსაც რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე უძღვებოდა. ღონისძიებაზე რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის პირველი ეტაპის შედეგები და უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები მიმოიხილეს.
კონფერენციას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
რუსთავის ისტორიულ ციხე-ქალაქსა და იქ არსებულ, შუა საუკუნეებით დათარიღებულ სასახლეზე სამუშაოები კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე, მიმდინარე წლის ივლისიდან, ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ინტენსიური საველე კვლევის შედეგად აღმოჩენილია მრავალი არტეფაქტი, მათ შორის, IX–X საუკუნეებით დათარიღებული სამხედრო აღჭურვილობის უნიკალური ნიმუშები, რკინის სამი მუზარადი და ჯაჭვის პერანგი. ისტორიული ნივთები, იმ ეპოქის საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტებს შორის, ამიერკავკასიაში ერთადერთია. ასევე ნანახია IX-X საუკუნეებით დათარიღებული ულამაზესი მოჭიქული ჭურჭელი.
მასშტაბურ არქეოლოგიურ გათხრებში, მოხალისეების სტატუსით, პროფესიონალი არქეოლოგები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რუსთაველი მოსწავლეები და რიგითი რუსთაველები იყვნენ ჩართულნი.
რუსთავში მიმდინარე ექსპედიციას დიდი გამოხმაურება ჰქონდა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო მედიაში. აღმოჩენებზე წერდნენ არქეოლოგიაზე სპეციალიზებული მედია პლატფორმები.
შუა საუკუნეების სასახლის კვლევა 2026 წელს გაგრძელდება.
"ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს საგანძურზე ზრუნვა. წელს რუსთავში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები გვაქვს. მომავალ წელს არქეოლოგიური სამუშაოები უნდა გაგრძელდეს არა მხოლოდ რუსთავში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
კონფერენციას, მინისტრთან ერთად, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და მოადგილე თეიმურაზ გამცემლიძე დაესწრნენ.
0
0
19
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
23 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
19/12/2025
ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
19/12/2025
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%