ქართველ მაკა ხომერიკს “ვენის გმირის” წოდება მიენიჭა, - ამის შესახებ ქართველი ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც ხაჩიძე აცხადებს, მაკა ხომერიკი 2007 წლიდან ავსტრიაში ცხოვრობს და უკვე რამდენიმე წელია ვენის მე-7 ბეცირკის (რაიონის) მუზეუმის თანამშრომელია.
“ვენის გმირის” წოდება ქართველ მაკა ხომერიკს მიენიჭა, რომელიც ვენის მე-7 ბეცირკის ( რაიონის) მუზეუმის თანამშრომელია.
რამხელა ამბავია, როგორი დაფასება და პატივია. სწორედ ამ მუზეუმში მიმიწვია მაკამ შარშან ჩემი წიგნის გერმანული სლენგის პრეზენტაციაზე, ამ მუზეუმში აქვს საპატიო ადგილიც ჩემს წიგნს…" - წერს მიხეილ ხაჩიძე.
აღსანიშნავია, რომ მაკა ხომერიკი ავსტრიაში მუზეუმის აქტიური თანამშრომელია. ამასთან, ჩართულია საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში; ხელმძღვანელობს ქართულ სათვისტომოსა და ქართულ საკვირაო სკოლას.
0
0