
რაჭაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა გააერთიანა.
დაკარგულების ძებნაში მაშველების დახმარების სურვილი არაერთმა მოქალაქემ გამოთქვა.
მათ შორის არიან რაჭველი ძმები, გიორგი და თორნიკე მაცაბერიძეები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
,,ძმები გიორგი და თორნიკე მაცაბერიძეები, სოფელ ველევიში ცხოვრობენ, ეს ბიჭები ჩვენი კლუბის საამაყო მეგობრები არიან.
გუშინ (03/08/2023) შემოვლითი გზით გადავიდნენ შოვში, იქ ჩარჩენილი ადამიანების დასახმარებლად, დღეს მთელი დღეა ეხმარებიან სამაშველო ოპერაციაში ბიჭებს.
ძალიან საამაყოა, როცა ასეთი ადამიანებით შედგება ჩვენი საყვარელი საქართველო და აუცილებლად დასაფასებელია ყველა ასეთი ინიციატივაც", - წერს კლუბი "თეთნულდი" სოციალურ ქსელში.
ამ დროის მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
0
0