18/01/2025
22:08
საზოგადოება
ბათუმში ნათლისღება ტრადიციული შთაფლვის რიტუალით აღინიშნება. დღესასწაულის დადგომისთანავე, მართლმადიდებელი მრევლი ზღვის სანაპიროსთან იკრიბება, სადაც განბანვის რიტუალს ასრულებს.
ბოლო რამდენიმე წელია, ნათლისღების დადგომისთანავე სასულიერო პირები ზღვის წყალს აკურთხებენ, სადაც მასობრივი განბანვის რიტუალი სრულდება.
ამ ტრადიციის გათვალისწინებით და უამინდობის გამო, მეტეოროლოგი ბათუმის მოსახლეობას აფრთხილებს:
"ნათლისღების დიდებულ დღესასწაულზე ზღვა შტორმული იქნება, მდინარეებში წყლის დონე კი მნიშვნელოვნად მომატებული, გთხოვთ იყავით ფრთხილად!
დღესასწაული ეს არის საზეიმო დღე, პროგნოზი კი არის ის, რომელიც აუცილებლად უნდა გითხრათ, არა შესაშინებლად, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის.
18 და 19 იანვარს - საქართველოში ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება, მოსალოდნელია ნალექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ზოგან 20-25 მეტრ წამამდე.
19 იანვრის საღამოსა და 20 იანვრის ღამეს - დაბლობსა და ბარში წვიმა ზოგან შესაძლოა თოვლჭყაპში გადავიდეს, თუმცა თოვლის საფარის ჩამოყალიბება ნაკლებ სავარაუდოა.
ტემპერატურა ყველგან იქნება დაბალი, ზღვაზე ღელვა 5 ბალამდე მოიმატებს, მდინარეებში კი წყლის დონე მკვეთრად მოიმატებს.
ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიაზე სტიქიური პროცესების განვითარების მაღალი ალბათობის გამო, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებულ წყალში შთაფლვის რიტუალთან მიმართებაში, გთხოვთ იყავით ფრთხილად.
გილოცავთ და გისურვებთ უსაფრთხო დღეებს, წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან!" - წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.
0
0