
22 ნოემბერს თბილისსა და საქართველოს უმეტეს ქალაქებში უნალექო, ოდნავ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დაახლოებით 11-15-გრადუსამდე გათბება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში იქნება დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ასევე გამაფრთხილებელ შეტყობინებს აგზავნის 112, სადაც ნათქვამია: "გაცნობებთ, რომ 22 ნოემბერს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ.
დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.
0
0