03/12/2021
14:34
მსოფლიო
ექსპერტების თქმით, ყველა შემოწმებულმა ვაქცინამ Covid-19-ის წინააღმდეგ პაციენტების იმუნიტეტი გარკვეულწილად აამაღლა. შვიდივე შემოწმებული ვაქცინა უსაფრთხო აღმოჩნდა, გვერდითი მოვლენების სახით კი, თავის ტკივილი და მოთენთილობა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინებმა გააძლიერა ანტისხეულები და T-უჯრედები, რომლებიც მნიშვნელოვანი ფაქტორებია ვაქცინის ეფექტურობისთვის, განსაკუთრებით, ორი საწყისი დოზის მიღების შემდეგ. ვაქცინები თანაბრად ეფექტური აღმოჩნდა 70 წელზე უფროსი და 70 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.
მკვლევარების განცხადებით, არსებობს დამაიმედებელი ნიშნები, რომ ე.წ. „ბუსტერ“ დოზები კორონავირუსის ყველა ვარიანტისგან (მათ შორის „ალფას“, „დელტას“ და „ომიკრონის“ ვარიანტისგან), ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობისგან დაცვასაც უზრუნველყოფს.
ექსპერტების თქმით, გამაძლიერებელ დოზებს ინფექციის რისკის 93%-ზე მეტით შემცირება შეუძლია.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, Pfizer-ის ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ, განაცხადა, რომ Covid-19-ის წინააღმდეგ ე.წ. „ბუსტერ“ დოზების მიღება, შესაძლოა, ყოველწლიურ მოვლენად იქცეს.
დიდმა ბრიტანეთმა Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მომდევნო ორი წლისთვის განსაზღვრული დამატებითი 114 მილიონი დოზა უკვე მოითხოვა, რომლებიც 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა ზრდასრულის ასაცრელად იქნება გამოყენებული.
0
0