
გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელის ფილიპე ლაზარინის განცხადებით, ღაზაში მისი, სულ მცირე, 57 კოლეგა დაიღუპა.
"ესენი არიან დედები და მამები, რომლებმაც თავი შესწირეს ღაზას,“ - თქვა ლაზარინმა.
ლაზარინმა ერთ-ერთი კოლეგის ისტორია გაიხსენა, რომელიც პურის საყიდლად საცხობისკენ მიმავალი საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.
„მას ექვსი შვილი დარჩა. ჩემი კოლეგები წარმოადგენენ კაცობრიობის სახეს იმ მომენტში, რომელსაც მე ერთ-ერთ ყველაზე საშინელს ვუწოდებ. სურსათის, წყლისა და საწვავის დეფიციტის პირობებში, გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო მუშაობას მხოლოდ რამდენიმე დღითღა გააგრძელებს. ღაზაში ხალხი იღუპება, ძირითადი სერვისების უზრუნველმყოფი უწყებები ინგრევა, ქუჩებში კი კანალიზაცია მიედინება. ღაზას მოსახლეობა ჯანმრთელობის დიდი საფრთხის ზღვარზეა, რადგან დაავადებათა გავრცელების რისკი არსებობს“, - დასძინა ლაზარინმა.
0
0