
ისრაელ-„ჰამასის“ ომის გამო, ღაზის სექტორში დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. როგორც BBC წერს, ამის შესახებ გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამმართველოში განაცხადეს.
ეს ანკლავის მოსახლეობის დიდი ნაწილია, რადგან იქ სულ დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 300-ს გადააჭარბა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.
0
0