
გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე 4,9 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
„დაწყებული 24 თებერვლიდან 4 ივლისის მდგომარეობით ჩვენ დავადასტურეთ 4889 გარდაცვალების და 6263 დაჭრის შემთხვევა სამოქალაქო პირებში. რეალური რიცხვები მნიშვნელოვნად მეტია“,- ნათქვამია გაეროს განცხადებაში.
კერძოდ, გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, მხოლოდ ივნისში 361 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 1029-მ კი დაზიანება მიიღო.
მისიამ აღნიშნა, რომ ადამიანური დანაკარგების 98% გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით.
„მშვიდობიანი მოსახლეობა არასოდეს უნდა იყოს სამიზნე და ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების შენარჩუნებაზე. აუცილებელია მუდმივად დავიცვათ განსხვავებულობის, სიფრთხილისა და პროპორციულობის პრინციპები“, - ნათქვამია მისიის განცხადებაში.
0
0