
გაეროს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან სწორი პოლიტიკა აქვს და ძალიან სწორი პოლიტიკით დგამს ნაბიჯებს, რაც არის ძალიან დასაფასებელი, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში, გაეროს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება საქართველოს ხელისუფლებისთვის ყურადღების ცენტრში ყოველთვის არის და იქნება.
„განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, განვიხილეთ ასევე ის გამოწვევები, რაც დგას ქვეყნის წინაშე. გაეროს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან სწორი პოლიტიკა აქვს და ძალიან სწორი პოლიტიკით დგამს ნაბიჯებს, რაც არის ძალიან დასაფასებელი. მან კარგად იცის საქართველოში არსებული განვითარებები, პროცესები და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და ქვეყანას შეეძლოს სტაბილური განვითარება, სწორი ნაბიჯების გადადგმა მომავალში.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ჩვენი ყურადღების ცენტრში ყოველთვის არის და იქნება. რა თქმა უნდა, ის ნაბიჯები, რომლებიც ითვლება უკანონო ოკუპაციის გასაძლიერებლად და სხვადასხვა ნაბიჯს ვხედავთ ჩვენ, იქნება ეს ე.წ არჩევნები, თუ აეროპორტის ამოქმედებისკენ გადადგმული ნაბიჯები, ამაზე ჩვენ უნდა გქონდეს რეაგირება, იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებსაც საერთაშორისო სამართალი გვაძლევს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
0
0