11/11/2022
18:05
მსოფლიო
ჟენევაში რუსეთის დელეგაციასა და გაეროს მაღალჩინოსნებს შორის შავი ზღვის რეგიონიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
მოლაპარაკებები რვა დღით ადრე ტარდება, სანამ ივლისის შეთანხმება გაეროსა და თურქეთის შუამავლობით განახლდება.
მოსკოვმა მანამდე განაცხადა, რომ შეთანხმებიდან გასასვლელად მზადაა, რომლის ვადა 19 ნოემბერს იწურება, თუ პრობლემების მოგვარებაში პროგრესი არ იქნება. რუსეთმა გარიგებაში მონაწილეობა ოქტომბრის ბოლოს ყირიმში ფლოტზე თავდასხმის შემდეგ უკვე შეაჩერა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ განაახლა.
გაეროს წარმომადგენელმა ჟენევაში, ალესანდრა ველუჩიმ განაცხადა, რომ გაეროს დახმარების განყოფილების უფროსი, მარტინ გრიფიტსი, რომელიც უკრაინის ექსპორტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უძღვება, და გაეროს სავაჭრო წარმომადგენელი, რებეკა გრინსპენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი ვერშინინს ხვდებიან.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს დისკუსია რუსეთის ფედერაციიდან მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და სასუქების შეუფერხებელ ექსპორტს ხელს შეუწყობს“, - თქვა მან ბრიფინგზე.
0
0