07/12/2023
09:35
მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპულ სახელმწიფოებს, სთხოვს, მხარი დაუჭირონ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.
„ვთხოვ ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები არიან და თანამოაზრე პარტნიორებს მხარი დაუჭირონ გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისმოწოდებას“, - დაწერა ჯოზეფ ბორელმასოციალურ ქსელში.
მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის სრული კოლაფსი ღაზაში თავიდან აიცილოს.
ცნობისათვის, გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. მან განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული სისტემა შეიძლება ჩამოიშალოს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, კატასტროფა თავიდან აიცილოს. გუტერეშის მოწოდებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოწოდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მხარდაჭერას წარმოადგენს.
0
0