
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ლე ჰოაი თრუნგთან.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ტურიზმისა და ლოჯისტიკის მიმართულებით.
„ყურადღება დაეთმო მაღალი დონის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებს და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვიეტნამის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ არსებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის.
0
0