
გაეროს ბირთვული დამკვირვებელი რუსეთს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მესამე რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოუწოდებს რუსეთს „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები“ უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე.
მისი თქმით, რეზოლუციას 24-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ორმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, შვიდმა თავი შეიკავა, ხოლო ორმა ქვეყანამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
თებერვალში, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, უკრაინის ატომური ობიექტები, მათ შორის ზაპოროჟიეს (ევროპაში ყველაზე მსხვილი) ატომური ელექტროსადგური - არაერთხელ დაიბომბა. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ. ზაპორიჟიე რამდენიმე თვეა მოსკოვის კონტროლის ქვეშ არის, თუმცა ელექტროსადგურში უკრაინელები მუშაობას აგრძელებენ.
0
0