
დონალდ ტრამპმა ოთახის დატოვებისკენ მოუწოდა NBC-ის რეპორტიორს, რომელმაც მას კატარის თვითმფრინავზე კომენტარის გაკეთების თხოვნით საუბარი შეაწყვეტინა.
პრეზიდენტი ტრამპი: "რაზე ლაპარაკობთ? გადით აქედან. რა კავშირი აქვს ამას თვითმფრინავთან? სამარცხვინო ხართ!’’ რეპორტიორი: „პრეზიდენტო, პენტაგონმა გამოაცხადა, რომ კატარის თვითმფრინავს Air Force One-ად გამოიყენებს“.
პრეზიდენტი ტრამპი: ,,გადით აქედან. რა კავშირი აქვს ამას კატარის თვითმფრინავთან? ისინი აშშ-ის საჰაერო ძალებს თვითმფრინავს აძლევენ? შესანიშნავია. ახლა ჩვენ ბევრ სხვა რამეზე ვსაუბრობთ... NBC აშკარად ცდილობს იმ თემიდან გადაუხვიოს, რაც ახლახან ნახეთ. საშინელი რეპორტიორი ხართ. პირველ რიგში, არ გაქვთ რეპორტიორობისთვის საჭირო უნარები. საკმარისად ჭკვიანი არ ხართ. მაგრამ თემის განხილვას იწყებთ, რომელიც ეხება აშშ-ის საჰაერო ძალებისთვის გადაცემულ თვითმფრინავს, რაც ძალიან კარგია - თვითმფრინავის გარდა, მათ ასევე 5.1 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს. თქვენ უნდა დაბრუნდეთ თქვენს სტუდიაში, NBC-ში. ბრაიან რობერტსისა და NBC-ის ხელმძღვანელობის მიმართ გამოძიება უნდა ჩატარდეს. ისინი საშინელი მეთოდით მართავენ ამ ქსელს. თქვენ სამარცხვინო ხართ. შეკითხვები აღარ დასვათ!’’
0
0