03/11/2021
18:57
პოლიტიკა
"მე გადავწყვიტე, რომ პარლამენტში, შენობაში და ინსტიტუტში, რომელიც, ჩემი აზრით, არ არსებობს და რომელშიც მე არ შემოვსულვარ და არ ვაღიარებ, დავიწყო შიმშილობა იმ მომენტამდე, სანამ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და სანამ მისი ჯანმრთელობის გარშემო გარანტირებულად არ მოიხსნება კითხვები.
ეს არის ჩემი პროტესტის, ჩემი ბრძოლის ფორმა, თქვენ ალბათ ადევნებთ თვალყურს, ჩვენი კოალიციური ერთობა განცხადებებით და მოქმედებებით აპირებს ბრძოლას და უკან დახევას არ ვაპირებთ, ეს არის ჩემი ბრძოლის მეთოდი.
სამწუხაროა, რომ ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გაუქმებულია, მიტაცებულია ინსტიტუტები და ჩვენ გვიწევს მსგავსი უკიდურესი ფორმებით ბრძოლა, თუმცა თუ ეს ფორმები ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს - დიახ, მე ვთვლი, რომ ეს არის ადეკვატური და აუცილებელი ფორმა", - თქვა ხოშტარიამ.
0
0