
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 25 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის II, III, IV მიკრორაიონების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მეფე არჩილის, პეტრე იბერის, მირიანაშვილის, სვანიშვილის, ახალციხელის, დემეტრე თავდადებულის, კირსელაძის, დელისის, კამანის, გაზაფხულის, გურიელის, ნუცუბიძის და ნადარეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, მუხიანის IV მიკრორაიონის, გობრონიძის, ვაშაკიძის და ბაირამაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0