
„საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი. აქ საჭიროა ისეთი ექსპერტები და ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ თემას მოაგვარებენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ბოლქვაძემ გელათის ტაძართან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ძეგლს გადარჩენა უნდა.
„ჩვენ უნდა ვისურვოთ ის, რომ ორივე მხარე შეჯერდეს, გაისაუბრონ. ჩაღრმავება უნდა ამ თემას და გადარჩენა უნდა ამ ძეგლს. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი. აქ საჭიროა ისეთი ექსპერტები და ისეთი ადამიანები, არა ერთი და ორი, არამედ რამდენიმე, რომლებიც ამ თემას მოაგვარებს.
რაშიც ჩვენ გავერკვიეთ, რაშიც ჩვენ მივმართეთ კულტურის სამინისტროს აბსოლუტურად დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ და ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი იმისა, რომ გავაჩინოთ ეჭვი“, - აცხადებს ელისო ბოლქვაძე.
0
0