ევროპის ჩემპიონატზე მესამედ აჟღერებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი - გელზენკირხენის „აუფ შალკე არენაზე“ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან და F ჯგუფის ლიდერთან, პორტუგალიასთან მართავს.
ორივე გუნდის გულშემატკივრის რაოდენობები ტრიბუნებზე თითქმის თანაბარია.
ისტორიული და გადამწყვეტი მატჩი დაიწყო.
ჩვენს მოწინააღმდეგეს, პორტუგალიის ნაკრებს, პლეი ოფის საგზური პირველი ადგილით აქვს განაღდებული.
ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიამ ჩეხეთს – 2:1, ხოლო თურქეთს 3:0 მოუგო.
საქართველომ თურქეთთან 1:3 წააგო, ხოლო ჩეხეთთან 1:1 ითამაშა და მერვედფინალში გასასვლელად პორტუგალიასთან მხოლოდ მოგება აძლევს ხელს.
დღევანდელი სასტარტო შემადგენლობებია:
პორტუგალია: კოშტა, დალო, დანილო, ა. სილვა, ინასიო, პალინია, ნეტო, ნევეში, ფელიქსი, კონსეისაო, რონალდო
საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
0
0
გარდაიცვალა უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე
22/06/2025