
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩაში, 54 წლის მამაკაცი, დედის მკვლელობაშია ბრალდებული. იგი უკვე დაკავებულია, თუმცა ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია. მამუკა რურუა ბრალს აღიარებს.
მისი ძმა მედიასთან დღეს ამბობს, რომ ზაფხულში თავზე რთული ოპერაცია გადაიტანა და მისთვის ალკოჰოლის მიღება არ შეიძლებოდა. “ტვინი გადაეკეტა და ჩაიდინა ეს” - ამბობს დაკავებულის ძმა.
"მყავდა ავადმყოფი ძმა, მაგრამ დაიკარგა, ის ჩემთვის ძმა არ არის. მოხდა ისე, რომ გადაეკეტა ტვინი და დედის მიმართა ჩაიდინა ასეთი ძალადობა, მოკლა. ამ ზაფხულზე, თავზე ოპერაცია გაუკეთდა და თავზე ჰქონდა პრობლემა. მაგის დასალევზე გაკარება არ შეიძლებოდა,"-აცხადებს დაკავებული ძმა.
არსებული ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცმა, 86 წლის დედა, თალიკო კარტოზია, შეშითა და ნაჯახით მოკლა. დანაშაულის დაფარვის მიზნით კი, 2 დღე სამძიმარს იღებდა. შემთხვევა რვა მარტს მოხდა.
ასევე, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იქირავა მიცვალებულების ჩასასვენებელი მაცივარი, სადაც მოკლული დედა ჩაასვენა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
როგორც მეზობლები ამბობენ, დათვალიერების შემდგომ ცხედარს ემჩნევა, რომ ქალი მოკლულია. მკვლელობის სავარაუდო მოტივად პენსია სახელდება. როგორც ამბობენ, დედამ შვილს პენსია არ მისცა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
0
0