09/05/2024
20:10
პოლიტიკა
გაამხელს ბატონი პაპუაშვილი, ვის გულისხმობს ევროკომისიიდან? ვინაიდან, 425 ევროპარლამენტარს სურს ევროკავშირის შესახებ ანა-ბანა აუხსნას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის 8 მაისს გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია, ევროკომისია კი პირდაპირ გვეუბნება, რომ ევროპარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ - ნული ყურადღება!“.
„გაამხელს ბატონი პაპუაშვილი, ვის გულისხმობს ევროკომისიიდან, ვინაიდან, 425 ევროპარლამენტარს, რომელთაც ხმა მისცეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას, სურს ევროკავშირის შესახებ ანა-ბანა აუხსნას. თუ " ქართული ოცნება" ისევ იტყუება, როგორც ერთი წლის წინ, როდესაც პირობა დადეს, რომ რუსულ კანონს არ დააბრუნებდნენ?
შეხსენება: ეს საქართველოს შესახებ რეზოლუციაა, რომელიც ევროპარლამენტმა თითქმის ერთხმად მიიღო ხმების 88,54%-ით. სრული ციფრებით: 425-მა მხარი დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, და 30-მა თავი შეიკავა", - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
0
0