
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ პოლიტიკური სიმბოლოების აკრძალვის მიუხედავად, დვალიშვილმა საქართველოს დროშა “გულზე დაიხატა”.
„მერაბ დვალიშვილს გაუმარჯოს! კაცს, რომელიც გააფრთხილეს რომ პოლიტიკურ სიმბოლოებს ვერ გამოიყენებდა და საქართველოს დროშა გულზე დაიხატა.
შემდეგ რუსი დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ კი თქვა, დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, არა ომს!
დიდება მერაბს!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, დღეს, ლას ვეგასში, UFC 221-ზე მერაბ დვალიშვილი თავის ერთ-ერთ უმთავრეს და პრინციპულ კონკურენტს, დივიზონის ყოფილ ჩემპიონს, რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ქართველ მებრძოლსა და მის მეგობარს, სუპერმსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალჯამაინ სტერლინგს რუს სპორტსმენთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ, თავად მერაბი კი პრესკონფერენციებზე ხშირად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული, ქვეყანას, რომლის სახელითაც პიოტრ იანი ასპარეზობს.
ამ ბრძოლამდე დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებდა, იანი კი მეორე პოზიციაზე იყო.
0
0