08/12/2023
16:36
მსოფლიო
2024 წლის პირველი იანვრიდან G7 რუსული ბრილიანტის იმპორტზე აკრძალვას დააწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
აღნიშნული აკრძალვა მიზნად რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი საექსპორტო საქონლის შეზღუდვას ისახავს. საგულისხმოა ფაქტი, რომ ამ დრომდე რუსული ბრილიანტები და ალმასები დასავლური სანქციების მიღმა რჩებოდა.
დიდი შვიდეულის შორის არსებული შეთანხმების თანახმად, არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტზე აკრძალვა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან დაწესდება. მესამე ქვეყნებში დამუშავებულ ბრილიანტებზე აკრძალვა 1 მარტიდან ამოქმედდება, ხოლო ე.წ. „მიკვლევადობის სისტემა“, ალმასებზე 1 სექტემბრიდან შევა ძალაში.
ცნობისთვის: ყოველწლიურად, რუსული ალმასის ექსპორტის ღირებულება საშუალოდ $4 მილიარდს უტოლდება. რუსული კომპანია Alrosa მსოფლიოში ბრილიანტის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია – 2022 წლის პირველ ნახევარში Alrosa-ს შემოსავალმა $1.9 მილიარდს მიაღწია.
0
0