15/11/2022
16:37
მსოფლიო
“დიდი ოცეულის“ (G-20) წევრმა ქვეყნებმა შეათანხმეს სამიტის კომუნიკეს პროექტი, რომელიც გმობს უკრაინაში რუსული არმიის შეჭრას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „დღევანდელ ეპოქაში ომი არ უნდა მიმდინარეობდეს“.
“დიდი ოცეულის“ (G-20) წევრთა უმრავლესობამ მკაცრად დაგმო უკრაინასთან რუსეთის ომი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი იწვევს უდიდეს ადამიანურ ტანჯვას და ამწვავებს გლობალური ეკონომიკის არამდგრადობას - ზრდის ინფლაციას, აფერხებს მიწოდების ჯაჭვებს, ზრდის ელექტროენერგიის დეფიციტს და აქვეითებს სასურსათო უსაფრთხოებას, ამაღლებს ფინანსური სტაბილურობის რისკებს“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
“დიდი ოცეულის“ (G-20) წევრი ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, კრიზისების მოგვარებისთვის ძალისხმევა, ასევე დიპლომატია და დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღევანდელ ეპოქაში ომი არ უნდა მიმდინარეობდეს“.
კომუნიკეს პროექტი შეიმუშავა “დიდი ოცეულის“ (G-20) ყველა წევრი სახელმწიფოს უმაღლესმა საჯარო მოხელემ და, სავარაუდოდ, ის დამტკიცებული იქნება სახელმწიფოს მეთაურების მიერ, მოგვიანებით, სამიტის დასრულებამდე.
ჯერჯერობით, გაურკვეველია, იყო თუ არა ჩინეთი იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც დაგმეს უკრაინასთან რუსეთის ომი.
0
0