
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2026-ის პირველ მატჩს დღეს, რიგაში გამართავს. პირველ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდი ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
თამაშამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა მატჩის მასპინძელ დარბაზში ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის პრესკონფერენცია გაიმართა.
„დადგა ის მომენტი, რისთვისაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამხანაგურ თუ შესარჩევ მატჩებში ყველაფერს ვაკეთებდით. ვფიქრობ, ჩემი გუნდი მზად არის ხვალინდელი თამაშისთვის. რთული მატჩები გვექნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სირთულეების დაძლევა. პირველი მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ლატვიის ნაკრები ბოლო წლებში ძალიან პროგრესირებს და კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს“, - აღნიშნა მწვრთნელმა.
ლატვია - საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
0
0