
ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსს (Basel AML Index) აქვეყნებს. ინდექსი ფულის გათეთრების რისკს ზომავს მსოფლიოს 177 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. რეიტინგში ქვეყნების რანჟირება ხდება მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბალი რისკის ქვეყნებისაკენ.
შესაბამისად, რეიტინგს სათავეში ყველაზე მოწყვლადი ქვეყნები უდგას, ქვედა პოზიციებს კი წარმატებული ქვეყნები იკავებენ. ინდექსის თანახმად საქართველოს ფულის გათეთრების რისკის მაჩვენებელი შემცირდა. ქვეყანამ შეფასების 10 ბალიანი სისტემით 4,32 მიიღო, რაც გაუმჯობესებული შედეგია.
2025 წელს გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 27 საფეხურით გაუმჯობესა 113-დან 140-ე ადგილამდე, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ფულის გათეთრების საფრთხის სიმცირით საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა, ამასთან საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშიცაა.
0
0