
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და “აი იას” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის დაკავებას ეხმიანება.
„ევროპული ბიუროკრატია განაგრძობს ხრწნას და პარალელურად თავს უფლებას აძლევენ, რომ მენტორული ტონით ჭკუა დაგვარიგონ… დიდი ფული, კორუფცია და პირადი ინტერესები… ცხადია ეს ყველაფერი ამოძრავებს ფოტიგებსაც და კუბილიუსებსაც, როდესაც ისინი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერევიან!“ - წერს შაქარიშვილი ფეისბუკზე.
ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ, რამდენიმე ჩხრეკის შემდეგ, ევროპარლამენტთან დაკავშირებული სულ მცირე, 4 ადამიანი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.
0
0
აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს
25/02/2025